მუხლი 1🔗

„თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მისი შექმნისთვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის ფუნქციონირების, მასში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) განსაზღვრავს თავისუფალი ზონის (შემდგომში – თზ) შექმნის, მოწყობის, მისი შექმნის პირობების და ფუნქციონირების, თზ-ის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის გაანგარიშების, გარანტიის სახეების განსაზღვრისა და წარდგენის წესს, თზ-ში შესატანი ან თზ-დან გასატანი საქონლის მიმართ თზ-ის პერიმეტრზე არსებულ შესასვლელებსა და გამოსასვლელებში განთავსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტში გადაადგილებული საქონლის, აგრეთვე თზ-ში საქონლის შენახვის წესებს, თზ-ში მოთავსებული საქონლის აღრიცხვისათვის ვალდებული პირების – საქონლის მომთავსებლის (თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო) მოვალეობებსა და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებ