თავი XIX — საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სანქციის აღსრულების უზრუნველყოფა
1. სამართალდამრღვევი პირის თხოვნით, სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად 77-ე მუხლით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიებების ნაცვლად შესაძლებელია სამართალდამრღვევი პირის მიერ სხვა გარანტიის (თავდებობა, საბანკო გარანტიის, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ გაცემული ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისის ან სახელმწიფო ხაზინაში დეპოზიტის შეტანის თაობაზე ცნობის) წარდგენა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციის მაქსიმალური ოდენობით.
3. გარანტიის წარდგენის შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირს ეძლევა შესაბამის საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გაფორმების განხორციელების უფლება.
4. სამართალდარღვევისთვის შეფარდებული სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად გარანტიის წარდგენა არ იწვევს სამართალდამრღვევი პირის გათავისუფლებას სხვა ვალდებულებებისაგან ან/და შესაბამისი გარანტიების წარდგენის ვალდებულებისაგან.
მუხლი 4. 1. გარანტიის სახეებია:— თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მისი შექმნისთვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის ფუნქციონირების, მასში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე