1. საგადასახადო ორგანოს მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის გათვალისწინებით დადებული ყადაღა გაუქმდება, თუ:

ა) პირის მიერ გადახდილია შესაბამისი ჯარიმა ან ეს ჯარიმა არ წარმოშობს საგადასახადო დავალიანებას და დაფარულია ამ საქონელზე ყადაღის დადებაზე, შეფასებაზე, შენახვაზე, ტრანსპორტირებაზე გაწეული ხარჯები;

ბ) 73-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ყადაღადადებული საქონლის გაყიდვა და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად;

გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში იმ საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე, სადაც პირი იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ყადაღის გაუქმების თაობაზე.

თავი XIX

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სანქციის აღსრულების უზრუნველყო