1. აღსრულების უზრუნველსაყოფად დასაშვებია შემდეგი ღონისძიებების გამოყენება:
ა) სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა;
ბ) უზრუნველყოფის ღონისძიებების მიქცევა სამართალდამრღვევი პირის კუთვნილ, 79-ე მუხლით გათვალისწინებულ ქონებაზე;
გ) იმპორტის და ექსპორტის გადასახდელების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით წარდგენილი გარანტია.
2. სამართალდარღვევისთვის შეფარდებული სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცესში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გათვალისწინებით, შეცვალოს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება სხვა ღონისძიებით ან დამატებით გამოიყენოს ახალი უზრუნველყოფის ღონისძიება, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება სამართალდამრღვევ პირ