1. იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევისთვის შეფარდებული სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად სხვა ღონისძიების გამოყენება შეუძლებელია და არსებობს გარემოებები, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის სამართალდარღვევისთვის შეფარდებული სანქციის აღსრულებას, შესაძლებელია დამატებით განხორციელდეს სამართალდამრღვევი პირის კუთვნილი, სახელმწიფო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ნებისმიერი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა და შესანახად გადაცემა.
2. თუ არსებობს სამართალდამრღვევი პირის მიერ სახელმწიფო ხაზინაში დეპოზიტზე თანხის შეტანის სახით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი გარანტია ან აღნიშნულ პირს საგადასახადო ორგანოში ერიცხება ზედმეტად გადახდილი იმპორტის ან ექსპორტის გადასახდელების თანხა, შესაძლებელია სამართალდარღვევისთვის შეფარდებული სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებულ იქნეს აღნიშნული თანხების უკან დაბრუნების პროცედურების შეჩერება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა და შესანახად გადაცემა ხორციელდება ოქმის შედგენით 78-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების შეჩერება განხორციელდება სამართალდარღვევისთვის შეფარდებული სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებითა და საგადასახადო ორგანოებისათვის, აგრეთვე საქონლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და ფულადი დეპოზიტის შენახვის განმახორციელებელი პირებისათვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნი