1. სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, პირს დაეკისრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
2. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, იმ ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირები, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განხორციელდა დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენა, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ 70-ე მუხლის შესაბამისად.
3. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენასთან და საქონელზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტთან ერთად ეგზავნება იმ საგადასახადო ორგანოს, სადაც პირი იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე (ასეთის არარსებობის შემთხვევაში პირის მიერ გაცხადებული საცხოვრებლის/საქმიანობის ადგილის მიხედვით) და რომელიც განახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემდგომ ღონისძიებებ