1. სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდარღვევისთვის შეფარდებული სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება არის სამართალდამრღვევი პირის ქონება ან/და სამართალდარღვევის ობიექტი.

2. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას, ოქმის შედგენის გზით ახორციელებენ:

ა) სამართალდარღვევის ოქმის შედგენისათვის უფლებამოსილი პირები;

ბ) უფლებამოსილი თანამდებობის პირები, რომლებსაც შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს საგადასახადო ორგანოს უფროსი ზემოაღნიშნულ უფლებამოსილებათა აღსასრულებლად.

3. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევისას უფლებამოსილი თანამდებობის პირი მოვალეა წარადგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები (საგადასახადო ორგანოს უფროსის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა).

4. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა წარმოებს დამსწრეთა (მოწმეთა) და იმ პირთა თანდასწრებით, რომლის მიმართაც წარმოებს ჩამორთმევა. ჩამოსართმევი საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება წარედგინება დამსწრეებს და სხვა იქ მყოფ პირებს და აღინიშნება ჩამორთმევის ოქმში ან მასზე თანდართულ ჩამონათვალში მათი დასახელების, რაოდენობის, მოცულობისა და განსაკუთრებული ნიშნების აღნიშვნით. ჩამორთმეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დაილუქოს ჩამორთმევის ადგილზე ან/და განხორციელდეს მათი ნიშანდება იდენტიფიკაციის საშუალებებით.

5. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დალუქვა შემდგომში ჩამორთმევის მიზნით დაუშვებელია.

6. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმში უნდა აღინიშნოს: ოქმის შედგენის დრო და ადგილი; ოქმის შემდგენი უფლებამოსილი თანამდებობის პირის და აგრეთვე ოქმის შედგენისას დამსწრე პირების დასახელება; ჩამორთმეული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დასახელება მისი სახეობისა (საიდენტიფიკაციო მარკირების, ნომრის) და რაოდენობის ჩვენებით; გამოყენებული იდენტიფიკაციის საშუალებები; საწყობის ან იმ პირის დასახელება, ვისაც საქონელი გადაეცა შესანახად, და აგრეთვე ის, რომ საქონლის შემნახველს განემარტა მისი მოვალეობანი საქონლის შენახვისათვის და პასუხისმგებლობა შესანახად გადაცემული ქონების გაფლანგვის, გასხვისებისა და გადამალვისათვის. საქონლის ჩამორთმევის ოქმს ხელს აწერენ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირები, ქონების შემნახველი და მის შედგენაზე დამსწრე სხვა პირები. ოქმის ერთი ეგზემპლარი ჩაბარდება სამართალდამრღვევ პირს, ვისაც ჩამოერთვა საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება, ხოლო ოქმის მეორე ეგზემპლარი თან დაერთვის სამართალდარღვევის ოქმს ან სამართალდარღვევისთვის სანქციის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილებას.

7. იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 249-ე მუხლის შესაბამისად უკვე ჩამორთმეულია სამართალდარღვევის საქმის წარმოების უზრუნველსაყოფად, სამართალდარღვევისთვის შეფარდებული სანქციის აღსრულების უზრუნველყოფა ხორციელდება აღნიშნულის თაობაზე მხოლოდ გადაწყვეტილების გაფორმებით.

8. ჩამორთმეული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შენახვა ხდება საწყობებში, ხოლო დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვვაში დასაშვებია მისი სხვა პირისათვის შესანახად მიბარება. სხვა პირთან შენახვისას იგი იღებს გასამრჯელოს დადგენილი წესის შესაბამისად. გარდა ამისა, შემნახველს აუნაზღაურდება საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შენახვისათვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯები. სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია განუმარტოს შემნახველს, რომ შესანახად გადაცემული პროდუქციის გაფლანგვის, გასხვისების ან გადამალვის შემთხვევაში მას დაეკისრება პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

9. სამართალდარღვევისთვის შეფარდებული სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად ჩამორთმეული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შენახვა ხორციელდება სანამ:

ა) სამართალდამრღვევი პირი ნებაყოფლობით აღასრულებს სამართალდარღვევისთვის შეფარდებულ სანქციას, ან

ბ) მის მიმართ გამოყენებულ იქნება ამ წესის II კარით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, ან

გ) ჩამორთმეული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ნაცვლად, უზრუნველყოფის ღონიძიების სახით, სამართალდამრღვევი პირის მიერ წარმოდგენილი იქნება გარანტია, ან

დ) საქმის განხილვის შედეგების მიხედვით:

დ.ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობისას მოახდენენ ჩამორთმეული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციას ან დაუბრუნებენ მფლობელს;

დ.ბ) სასყიდლით ჩამორთმევის შემთხვევაში მოახდენენ რეალიზაცია