1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის (შემდგომში – სამართალდარღვევა) სანქციის აღსრულების უზრუნველყოფა წარმოადგენს სამართალდამრღვევი პირის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოსაყენებელი უზრუნველყოფის ღონისძიების(შემდგომში სანქციის უზრუნველყოფა) განხორციელების პროცედურებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უზრუნველყოფის ღონისძიებები ხორციელდება სამართალდარღვევის საქმის წარმოებისა და განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.

3. უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებენ:

ა) სამართალდარღვევის ოქმის შედგენისათვის უფლებამოსილი პირები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში (თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს და აღნიშნულს ადასტურებს ოქმზე ხელმოწერით, ხოლო სამართალდარღვევისათვის შესაძლებელია მხოლოდ ჯარიმის შეფარდება);

ბ) სამართალდარღევის საქმის განხილვასა და სამართალდარღვევისთვის სანქციის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირები.

4. უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილება ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც თან დაერთვის სამართალდარღვევის ოქმს ან სამართალდარღვევისთვის სანქციის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილებას.

5. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება შეწყდება, თუ სამართალდამრღვევი პირი ნებაყოფლობით აღასრულებს სამართალდარღვევისთვის შეფარდებულ სანქციას ან თუ მის მიმართ გამოყენებულ იქნება III კარით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებ