1. საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავენ საგადასახადო ორგანოები, რომელთა კომპეტენციის ფარგლები განისაზღვრება შესაბამისი დებულებით.
2. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს საგადასახადო ორგანო, რომელიც გამოავლენს ასეთ სამართალდარღვევას. ამასთან, თუ საგადასახადო სამართალდამრღვევი პირი აღრიცხვაზე იმყოფება სხვა საგადასახადო ორგანოში, საგადასახადო ორგანოს უფროსი/მისი მოადგილე საქმეს განსახილველად უგზავნის შესაბამის საგადასახადო ორგანოს.
3. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, საქმის განხილვის მასალებზე დაყრდნობით, უფლებამოსილი თანამდებობის პირი საქმეზე იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. აღნიშნული ვადის დარღვევით გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ბათილია. თუ ოქმში არ ფიქსირდება 70-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე მონაცემი ან ოქმი შედგენილია კანონის დარღვევით, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტის შესახებ, ამ შემთხვევაში პირს სანქცია არ დაეკისრება.
4. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადების ან/და საგადასახადო სანქციის გამოყენების თაობაზე შესაბამისი საგადასახადო ორგანო, აქტის შედგენიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
5. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ოგანოს უფროსი/მოადგილე.
6. უფლებამოსილი თანამდებობის პირი საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის განხილვისას ვალდებულია დაადგინოს:
ა) განეკუთვნება თუ არა საქმე შესაბამის საგადასახადო ორგანოს კომპეტენცია;
ბ) გამოთხოვილია ან/და მიღებულია თუ არა პირისაგან დამატებითი დოკუმენტები;
გ) სამართალდარღვევის ოქმის შედგენის ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობა;
დ) ჩადენილია თუ არა პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევა;
ე) ექვემდებარება თუ არა პირი საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.
7. უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია შეაგროვოს, გამოიკვლიოს და შეაფასოს საქმეზე არსებული მტკიცებულებები.
8. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ის ფაქტობრივი მონაცემი და გარემოება, რომელთა საფუძველზე დადგინდება საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობა ან არარსებობა და მნიშვნელობა აქვს საქმეზე მართლზომიერი გადაწყვეტილების მიღებისათვის.
9. ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული მონაცემები და გარემოებები დგინდება შემდეგი საშუალებებით: საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, სამართალდამრღვევის შენიშვნებითა და განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებით, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი პირის ახსნა-განმარტებით და სხვა.
10. უფლებამოსილი თანამდებობის პირი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კანონმდებლობით, ახდენს მტკიცებულებების შეფასებას და საქმეზე არსებული გარემოებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას, იღებს გადაწყვეტილებას პირის მიმართ სანქციის გამოყენების/გამოუყენებლობის თაობაზე ან სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტის თაობაზე.
დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებულ/შეძენილ საქონელზე ყადაღის დადე