1. საგადასახდო დავალიანების ჩამოწერის მიზნით
, ის საგადასახადო ორგანო
, სადაც გადასახადის გადამხდელი იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე
, წერილობით მიმართავს შემოსავლების სამსახურს და წარუდგენს შესაბამის დოკუმენტაციას და დასკვნას საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მიზანშეწონილობის შესახებ
.
2. შემოსავლების სამსახურს წერილობით მიმართვასთან ერთად ინფორმაციის სახით წარედგინება შემდეგი დოკუმენტაცია
:
ა
) თუ დადგენილია
, რომ პირს არ გააჩნია ქონება ან
/და აქტივები
:
ა.ა) საგადასახადო დავალიანების შესახებ;

ა
.ბ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

ა
.გ) საგადასახადო ორგანოს ან
/და აუდიტის დასკვნა პირის ქონების ღირებულების შესახებ;

ა.დ) ამონაწერი მარეგისტრირებელი ორგანოებიდან პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ;

ა.ე) პირის მიმართ გატარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ;

ა.ვ) სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ პირს არ გააჩნია ქონება და აქტივები.

ბ) პირის გარდაცვალებისას მემკვიდრის არარსებობის ან მემკვიდრის მიერ მემკვიდრეობის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში ან თუ გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანების მოცულობა აღემატება მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულებას:

ბ
.ა) საგადასახადო დავალიანების შესახებ;

ბ
.ბ
) ცნობა პირის გარდაცვალების შესახებ
;
ბ
.გ
) გარდაცვლილი პირის მემკვიდრის არსებობისას
, მემკვიდრეობის დადასტურების შესახებ
;
ბ
.დ
) გარდაცვლილი პირის მემკვიდრის არსებობისას
, საგადასახადო ორგანოს შეტყობინება გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანების დაფარვის შესახებ
;
ბ
.ე
) ცნობა გარდაცვლილი პირის მემკვიდრის
(მემკვიდრეების
) არარსებობის ან მემკვიდრის მიერ მემკვიდრეობის მიღებაზე უარის თქმის შესახებ
;
ბ
.ვ
) საგადასახადო ორგანოს ან აუდიტის დასკვნა გარდაცვლილი პირის ქონების ღირებულების შესახებ
.
გ
) სასამართლოს მიერ უგზო
-უკვლოდ დაკარგულად ან ქმედუუნაროდ პირის აღიარების შემთხვევაში
:
გ
.ა) საგადასახადო დავალიანების შესახებ;

გ
.ბ
) უგზო
-უკვლოდ დაკარგულად ან ქმედუუნაროდ პირის აღიარების დადასტურების შესახებ
;
გ
.გ
) მეურვეობაზე ან მზრუნველობაზე უფლებამოსილების დადასტურების შესახებ
;
გ
.დ
) საგადასახადო ორგანოს შეტყობინება უგზო
–უკვლოდ დაკარგული ან ქმედუუნარო პირის საგადასახადო დავალიანების დაფარვის შესახებ
;
გ
.ე
) საგადასახადო ორგანოს ან
/და აუდიტის დასკვნა უგზო
–უკვლოდ დაკარგული ან ქმედუუნარო პირის ქონების ღირებულების შესახებ
.
დ) თუ საქართველოს კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს პირის სამართლებრივ ფორმას, ამასთანავე
, ამ პირს არ განუხორციელებია საგადასახადო ანგარიშგება (დეკლარაციების ან/და გაანგარიშებების წარდგენა) შესრულება ბოლო 6 კალენდარული წლის განმავლობაში:

დ
.ა) საგადასახადო დავალიანების შესახებ;

დ
.ბ) პირის სამართლებრივი ფორმის, სახელმწიფო რეგისტრაციისა ან
/და საგადასახადო აღრიცხვის შესახებ;

დ.გ) პირის მიერ საგადასახადო ანგარიშგების (დეკლარაციებისა ან/და გაანგარიშებების წარდგენა) ბოლო 6 კალენდარული წლის განმავლობაში განუხორციელებლობის თაობაზე.

ე) საბიუჯეტო ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში
:
ე.ა) საგადასახადო დავალიანების შესახებ;

ე.ბ) პირის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საგადასახადო აღრიცხვის შესახებ;

ე.გ) საბიუჯეტო ორგანიზაციის ლიკვიდაციის თაობაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების (დედანი ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი) შესახებ.

ვ) თუ იურიდიული პირი კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოიშალა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან:

ვ
.ა
) საგადასახადო დავალიანების შესახებ
;
ვ
.ბ
) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება (დედანი ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ
;
ვ
.გ
) პირის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამოშლის შესახებ
.

ზ
) თუ
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ
“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე
-13 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში
, როდესაც კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის სამეურვეო ქონების ერთიანი ქონებრივი კომპლექსის სახით შემძენი
(შემძენები
) რეგისტრირდება ამ საწარმოს ერთადერთ პარტნიორად
:
ზ
.ა
) საგადასახადო დავალიანების შესახებ
;
ზ
.ბ
) პირის სამართლებრივი ფორმის
, სახელმწიფო რეგისტრაციისა და საგადასახადო აღრიცხვის შესახებ
;
ზ
.გ
) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ
“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე
-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის შესახებ
.
3. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია ამ მუხლში აღნიშნული ინფორმაციისა ან
/და შესაბამისი დოკუმენტების გარდა
, კონკრეტული გარემოების გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა