1. თუ პირი, რომელსაც ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება, აგრძელებს ეკონომიკურ საქმიანობას, ან/და დადგინდა, რომ აქვს ქონება, მაშინ ამ პირის მიმართ განახლდება ჩამოწერილი საგადასახადო დავალიანების დარიცხვა ან/და სანქციის დაკისრება, გარდა 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტისა.
2. თუ პირი აგრძელებს იგივე სამეწარმეო საქმიანობას, რომელსაც ახორციელებდა გარდაცვლილი მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება და ფაქტობრივად ფლობს მის ქონებას, იგი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ განუცხადოს საგადასახადო ორგანოს და გარდაცვლილი პირის მაგივრად დაფაროს საგადასახადო დავალიანება, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა იგი ამ ქონებას მემკვიდრეობით, აგრეთვე შეასრულოს ამ პირის ყველა ვალდებულება.
3. პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების მიღების დღიდან აღდგება ჩამოწერილი საგადასახადო დავალიანება.
4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, კომისია ამზადებს შესაბამის დასკვნას, რომელიც წარედგინება საქართველოს ფინანსთა მინისტრს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
კარი IV
სამართალდარღვევა
საგადასახადო სამართალდარღვე