1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს.

2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებას ახორციელებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილი პირები, ხოლო სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებას, საქონლის ტრანსპორტირებისათვის საჭირო დოკუმენტების შემოწმებას, ასევე მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას, ახორციელებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები.

3. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს;

ბ) უზრუნველყოფენ საქონლის განთავსებას და დალუქვას საწყობებში ან ამ მიზნისათვის გამოსაყენებელ სხვა ადგილებში;

გ) საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის შესახებ ინფორმაციას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უგზავნიან შემოსავლების სამსახურის იმ ტერიტორიულ ორგანოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განხორციელდა დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანოსათვის გადაგზავნილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:

ა) საქონლის მფლობელი ან/და მესაკუთრე პირის დასახელებას/სახელს და გვარს;

ბ) საქონლის მფლობელი ან/და მესაკუთრე პირის საიდენტიფიკაციო/პირად ნომერს;

გ) გამოვლენილი საგადასახადო სამართალდარღვევის შინაარსს;

დ) საქონლის მნიშვნელოვან მახასიათებლებს;

ე) სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის, მისი მფლობელის ან/და მძღოლის პირად მონაცემებს (პირადობის მოწმობის ნომერს, პირად ნომერს, მართვის მოწმობის ნომერს და სხვ.);

ვ) საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების განთავსების ადგილს;

ზ) დალუქვისას გამოყენებული ლუქების საიდენტიფიკაციო მონაცემებს და შესაბამის ოქმს;

თ) იმ პასუხისმგებელი პირის მონაცემებს, ვისაც ჩაბარდა ტვირთი და სატრანსპორტო საშუალება შესანახა