1. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საგადასახადო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირი.
2. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს აქვს ინდივიდუალური ნომერი და შესაძლებელია შედგეს როგორც წერილობითი (რომელიც წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას), ისე ელექტრონული ფორმით, რომლებსაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა.
3. ოქმი დგება 2 (ორ) ეგზემპლარად, რომელთაგან:
ა) ერთი – საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა მასალებთან ერთად ეგზავნება საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ პირს/ორგანოს;
ბ) მეორე – ბარდება სამართალდამრღვევ პირს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელიც ოქმის ორივე ეგზემპლარზე ხელისმოწერით ადასტურებს ოქმის მიღებას.
4. თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე ან მის მიღებაზე (ჩაბარებაზე), მასში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმზე დასართავი შენიშვნები და განმარტებები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩამოაყალიბოს საკუთარ ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზები.
5. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში აღნიშნება:
ა) ოქმის დასახელება;
ბ) ოქმის შედგენის თარიღი, დრო და ადგილი;
გ) ოქმის შემდგენელი პირის (პირების) თანამდებობა, სახელი და გვარი;
დ) სამართალდამრღვევი პირის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;
ე) საგადასახადო სამართალდარღვევის შინაარსი.
6. თუ ჯარიმის დარიცხვისთვის საჭიროა გაანგარიშება, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი პირი ადგენს ცნობას ჯარიმის თანხის გამოანგარიშების შესახებ, რომელიც წარმოადგენს ოქმის განუყოფელ ნაწილს.
7. ოქმი გასაცნობად წარედგინება საგადასახადო სამართალდამრღვევს. მას უფლება აქვს წარმოადგინოს განმარტებები და შენიშვნები, რომლებიც აისახება ოქმში ან დაერთვება მას.
8. ოქმს ხელს აწერენ: საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, სამართალდამრღვევი ან მისი წარმომადგენელი, აგრეთვე მოწმეები მათი არსებობის შემთხვევაში.
9. თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
10. ოქმი ივსება მუქი ფერის ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით აბარებს ოქმის ფორმის გამცემს.
11. საგადასახადო ორგანო საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს “მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის, “მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა, და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების შესაბამისა