1. საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ყადაღა დაადონ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებულ/შეძენილ საქონელს.
2. საქონელზე ყადაღის დადებას ახორციელებს ის საგადასახადო ორგანო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განხორციელდა დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენა.
3. საქონელზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის გამოცემა და პირისთვის წარდგენა ხორციელდება მე-2 მუხლის შესაბამისად.
4. საქონელზე ყადაღის დადების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი უნდა შეიცავდეს მე-2 მუხლის შესაბამის მონაცემებს, გარდა მე-2 მუხლის პირველი პუნქტის “ი” და “კ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემებისა.
5. დაუშვებელია ყადაღადადებული საქონლის გადაცემა, გაყიდვა, გაქირავება, იჯარით გადაცემა ან სხვა სახით განკარგვა იმ საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობის გარეშე, სადაც პირი იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე, ისიც მხოლოდ იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება ამის შედეგად ამონაგები თანხის შეტანა საგადასახადო დავალიანებისა და საგადასახადო ორგანოების მიერ ამ საქონელზე ყადაღის დადებაზე, შეფასებაზე, შენახვაზე, ტრანსპორტირებაზე გაწეული ხარჯების დასაფარავად.
6. პირისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობისთანავე,ბათილია ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი ფორმის გარიგება.
7. საქონელზე ყადაღის დადება და საქონლის შეფასება ხორციელდება 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისა