მუხლი 271. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოება
საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლი · სგკ 271
თავი XXXIX — ზოგადი დებულებანი
1. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს აწარმოებს საგადასახადო ორგანო. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
11. (ამოღებულია - 28.06.2019, №4906).
2. საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართალდარღვევა საგადასახადო შემოწმების აქტშია დაფიქსირებული.
21. ამ კოდექსის 277-ე−279-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს ასევე ადგენს აღსრულების ეროვნული ბიურო.
3. (ამოღებულია - 28.06.2019, №4906).
4. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი სამართალდარღვევის ადგილზე განიხილავს საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევ პირს ადგილზევე უფარდებს საგადასახადო სანქციას. ამ შემთხვევაში პირს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, რომელიც ითვლება საგადასახადო მოთხოვნად.
5. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაცნობად წარედგინება სამართალდამრღვევ პირს, რომელსაც უფლება აქვს, წარმოადგინოს განმარტებები და შენიშვნები, რომლებიც აისახება ოქმში ან დაერთვება მას. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ერთი ეგზემპლარი ბარდება ან ეგზავნება სამართალდამრღვევ პირს.
6. თუ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში არ არის ასახული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე მონაცემი ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის დარღვევით, შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი ან დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირის საგადასახადო პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ.
7. დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით.
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე გამოსცემს ბრძანებას. საგადასახადო სანქციის დაკისრების შესახებ გამოცემული ბრძანება ითვლება საგადასახადო მოთხოვნად. ზემოაღნიშნული ვადის დარღვევით გამოცემული ბრძანება ბათილია.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(56)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 56-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-381(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.07.2025
…დავების განხილვის საბჭოს 19.04.2018 წლის N5103/2/2017 გადაწყვეტილებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის 15.11.2017 წლის N30407 ბრძანება დარჩა უცვლელი. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1921, 269.1, 270.1, 271.1, 2883.1 მუხლებზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო გარემოებას არ წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ სს „...ას“ პროდუქცია ექვემდებარებოდა სავალდებულო მარკირებას.
საქმე №ბს-513(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.04.2024
…მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს აწარმოებს საგადასახადო ორგანო.
საქმე №ბს-271(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2023
…ჩანაწერი. მითითებული წესის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევის საქმე განიხილება სამართალდარღვევის გამოვლენის ადგილზე, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირის მიერ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი სამართალდარღვევის ადგილზე განიხილავს საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევ პირს ადგილზევე უფარდებს საგადასახადო სანქციას.
საქმე №ბს-883(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.03.2023
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1-ლი, მე-3, 43-ე, 64-ე, 269-ე, 271-ე, 276-ე, 299-ე მუხლებზე, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-7 მუხლის პირველ…
საქმე №ბს-92(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.04.2022
კასატორი მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, „კ“ ქვეპუნქტებზე, 66-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 269-ე, 271-ე, 273-ე, 276-ე მუხლებზე, ასევე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის…
საქმე №ბს-408(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.10.2021
საქმე №ბს-275(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.09.2019
საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“, „ი“, „კ“, „მ“, „ნ“, „პ“ ქვეპუნქტებზე, 271-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და საჩივარში შესაბამისი მტკიცებულებებზე მითითებით საგადასახადო ორგანოს აცნობა, რომ მას ეკონომიკური საქმიანობა - ფულის სარგებლით გასესხება, არასდროს განუხორციელებია.
შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის ახალი მესაკუთრე ხელშეკრულების ძალით, ავტომატურად იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს ტურისტულ საწარმოსთან არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში.
საგადასახადო მოთხოვნას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 268-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარუდგენს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ხოლო საგადასახადო სამართალდარღვევის შემთხვევაში, საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი სამართალდარღვევას ადგილზე განიხილავს საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევ პირს ადგილზევე უფარდებს საგადასახადო სანქციას.
შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო" ქვეპუნქტის მიზნებისთვის, ახალი მესაკუთრე ხელშეკრულების ძალით, ავტომატურად იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს ტურისტულ საწარმოსთან არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში.
…თუ სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით. მითითებული კოდექსის 271-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს აწარმოებს საგადასახადო ორგანო.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 271, №3591, 17.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1043717/muxli-271/