განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310015001111471
საქმე N3ბ/2017-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე: ილონა თოდუა
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი
შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი: ლიანა გელაშვილი
აპელანტი - შპს ,,ს მ--------“;
წარმომადგენელი - მ-----------ძე;
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შემოსავლების სამსახური;
წარმომადგენელი - ა-–-------------------ძე;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება;
1. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,ს მ--------ის “ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ 2015 წლის 01 ივლისს 09:58 საათზე გადამოწმებული იქნა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით A--------. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მ-----– ჩ----–---–- ახორციელებდა შპს ,,ს მ--------ის“ სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი შერეული საქონლის (სულ 9 835 ლარის ღირებულების) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულ ფაქტზე შპს ,,ს მ--------ის“ მიმართ 2015 წლის 01 ივლისს 10:18 საათზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
2.1.2. დადგენილია, რომ მ-----– ჩ----–---–-ს მიერ ტრანსპორტირებულ საქონელზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები ამოქედდა 2015 წლის 10:11:35 საათზე (№ელ-
0---------), 2015 წლის 1 ივლისს 10:06:13 საათზე (№ელ-0---------) და 2015 წლის 1 ივლისის 10:06:24 საათზე (№ელ-0---------).
2.1.3. შპს “ს მ--------მა“ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 01 ივლისის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი 2015 წლის 24 ივლისს გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 16 სექტემბრის №3---- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2.1.4. დადგენილია, რომ შპს ,,ს მ--------ის'' მიმართ 2014 წლის 30 აგვისტოს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძელზე, არ გასაჩივრებულა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 01 ივლისის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 16 სექტემბრის №3---- ბრძანება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 304-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
საქართველოს საგადასახდო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ჩაითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. ამდენად, საგადასახადო პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენებისათვის აუცილებელია სამი საფუძველი: ნორმატიული, ე.ი. უნდა არსებობდეს ნორმა, რომელიც ადგენს ვალდებულებას და სანქციას მისი შეუსრულებლობისთვის, ფაქტიური – საგადასახადო სამართალდარღვევა და პროცესუალური – ნორმისა და საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით განსაზღვრავს სახდელს საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის ნორმატიული საფუძველია საქართველოს საგადასახდო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილი. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
საქონლის დოკუმენტის გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის საკითხს აწესრიგებს, ასევე, ,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, რომლის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს.
სადავო საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ 2015 წლის 01 ივლისს 09:58 საათზე გადამოწმებული იქნა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით A--------. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ მ-----– ჩ----–---–- ახორციელებდა შპს ,,ს მ--------ის“ სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი შერეული საქონლის (სულ 9 835 ლარის ღირებულების) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. ასევე, დადგენილია, რომ მ-----– ჩ----–---–-ს მიერ ტრანსპორტირებულ საქონელზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები ამოქედდა 2015 წლის 10:11:35 საათზე (№ელ-0---------), 2015 წლის 1 ივლისს 10:06:13 საათზე (№ელ-0---------) და 2015 წლის 1 ივლისის 10:06:24 საათზე (№ელ-0---------).
პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ- ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.
სასაქონლო ზედნადენის ფორმასა და მისი შევსების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ინსტრუქცია’’. ინსტრუქციის 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება შემდეგი წესით: ა) პირველ სტრიქონში ავტომატურად იწერება ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მინიჭებული ზედნადების სარეგისტრაციო ნომერი; ბ) მე-2 სტრიქონში იწერება ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), ხოლო მე-3 სტრიქონში ამოქმედების (გააქტიურების) დრო (საათი, წუთი). ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი და დრო ემთხვევა საქონლის მიწოდების ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს და დროს.
მითითებულ ნორმათა საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სასაქონლო ზედნადების საფუძველზე, სასაქონლო ზედნადები შევსებული უნდა იყოს ზემოაღნიშნული წესის მოთხოვნათა დაცვით და განხორციელებული ტრანსპორტირება შესაბამისობაში უნდა იყოს ზედნადებში მითითებულ მონაცემებთან. ზედნადები ელექტრონულად უნდა შეივოს საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე, საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღი და დრო უნდა ემთხვეოდეს ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღს და დროს. შესაბამისად, საქონლის ტრანსპორტირტება უნდა დაიწყოს ზედნადების ამოქმედების შემდგომ.
სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხევაში შპს ,,ს მ--------ის'' მიერ საქონლის ტრანსპორტირება განცორციელდა ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან საქონლის ტრანპორტირება დაიწყო სასაქონლო ზედანდების ამოქმედებამდე. კერძოდ, დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ სატრანპორტო საშუალების გადამოწმება მოხდა 2015 წლის 01 ივლისს 09:58 საათზე, ხოლო ზედნადებების ამოქმედება - 2015 წლის 1 ივლისს 10:11:35 საათზე (№ელ-0---------), 10:06:13 საათზე (№ელ-0---------) და 10:06:24 საათზე (№ელ-0---------).
ამდენად, შპს ,,ს მ--------ის'' მიერ საქონლის ტრანსპორტირება განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ინსტრუქციის’’ 251 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, რაც საქართველოს საგადასახდო კოდექსის 286-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძლია. რაც შეეხება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქმის მასალებით დგინდება, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ 2014 წლის 30 აგვისტოს შპს ,,ს მ--------ი'' დაჯარიმდა საქართველოს საგადასახდო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართადლარღვევისთვის, ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად კი, ამ კარის მიზნებისათვის სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს მითითებული ნორმის მოთხოვნათა დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.1. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მოახდინა კანონის განმარტება. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არ მისცა სწორი შეფასება სადავო სამართალურთიერთობას. არასწორად შეუფარდა სამართლის ნორმა და მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ 2015 წლის 01 ივლისს 09:58 საათზე გადამოწმებული იქნა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით A--------. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მ-----– ჩ----–---–- ახორციელებდა შპს ,,ს მ--------ის“ სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი შერეული საქონლის (სულ 9 835 ლარის ღირებულების) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულ ფაქტზე შპს ,,ს მ--------ის“ მიმართ 2015 წლის 01 ივლისს 10:18 საათზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
დადგენილია, რომ მ-----– ჩ----–---–-ს მიერ ტრანსპორტირებულ საქონელზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები ამოქედდა 2015 წლის 10:11:35 საათზე (№ელ-
0---------), 2015 წლის 1 ივლისს 10:06:13 საათზე (№ელ-0---------) და 2015 წლის 1 ივლისის 10:06:24 საათზე (№ელ-0---------).
შპს “ს მ--------მა“ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 01 ივლისის №1----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი 2015 წლის 24 ივლისს გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 16 სექტემბრის №3---- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დადგენილია, რომ შპს ,,ს მ--------ის'' მიმართ 2014 წლის 30 აგვისტოს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძელზე, არ გასაჩივრებულა.
სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის თაობაზე. სამართლებრივი შეფასების ნაწილში სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოს და ადასტურებს, რომ მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის ნორმატიული საფუძველია საქართველოს საგადასახდო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილი. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
საქონლის დოკუმენტის გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის საკითხს აწესრიგებს, ასევე, ,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, რომლის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ- ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.
პალატა განმარტავს, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სასაქონლო ზედნადების საფუძველზე, სასაქონლო ზედნადები შევსებული უნდა იყოს ზემოაღნიშნული წესის მოთხოვნათა დაცვით და განხორციელებული ტრანსპორტირება შესაბამისობაში უნდა იყოს ზედნადებში მითითებულ მონაცემებთან. ზედნადები ელექტრონულად უნდა შეივოს საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე, საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღი და დრო უნდა ემთხვეოდეს ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღს და დროს. შესაბამისად, საქონლის ტრანსპორტირტება უნდა დაიწყოს ზედნადების ამოქმედების შემდგომ.
განსახილველ შემთხევაში შპს ,,ს მ--------ის'' მიერ საქონლის ტრანსპორტირება განხორციელდა ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან საქონლის ტრანპორტირება დაიწყო სასაქონლო ზედანდების ამოქმედებამდე. კერძოდ, დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ სატრანპორტო საშუალების გადამოწმება მოხდა 2015 წლის 01 ივლისს 09:58 საათზე, ხოლო ზედნადებების ამოქმედება - 2015 წლის 1 ივლისს 10:11:35 საათზე (№ელ-0---------), 10:06:13 საათზე (№ელ-0---------) და 10:06:24 საათზე (№ელ-0---------).
პალატა ასევე მიუთითებს, რომ საქმის მასალებით დგინდება, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ 2014 წლის 30 აგვისტოს შპს ,,ს მ--------ი'' დაჯარიმდა საქართველოს საგადასახდო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად კი, ამ კარის მიზნებისათვის სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში, რაც საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
ამდენად, შპს ,,ს მ--------ის'' მიერ საქონლის ტრანსპორტირება განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ინსტრუქციის’’ 251 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, რაც საქართველოს საგადასახდო კოდექსის 286-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძლია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის მხრიდან წარმოდგენილი ვერ იქნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც გადაწყვეტილება ექვემდებარება უცვლელად დატოვებას.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები:
6.1. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენისას გადახდილია სახელმწიფო ბაჟი, რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ს მ--------ის'' სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება;ა
3. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
თავმჯდომარე: ილონა თოდუა
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი
შოთა გეწაძე