1. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას შედგება ოქმი(დანართი №31).

2. საგადასახადო ორგანოები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 444, 912, 99-ე, 1291, 153-ე, 1531, 1541, 1542, 1551-1556, 157-ე, 1571-1573, 158-ე, 1581, 1592-1594, 163-ე, 164-ე, 1644, 165, 1651-1653, 17310, 178-ე, 1793, 194-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე.

3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება:

ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი;

გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;

დ) ნორმა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას სამართალდარღვევისთვის;

ე) მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ – სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;

ვ) დამსწრეთა სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში);

ზ) სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება;

თ) საქმისათვის შესაძლო მნიშვნელობის მქონე სხვა ცნობები.

ი) განმარტება სამართალდამრღვევისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობის შესახებ.

4. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენელი, სამართალდამრღვევი, ასევე დამსწრე მისი არსებობის შემთხვევაში.

5. თუ სამართალდამრღვევი უარს განაცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, შესაბამის გრაფაში კეთდება ჩანაწერი.

6. სამართალდამრღვევს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმზე დასართავი ახსნა-განმარტება, შენიშვნა ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ჩამოაყალიბოს ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივი.

7. თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, აღნიშნულის დასადასტურებლად ოქმის შესაბამის გრაფაში აკეთებს აღნიშვნას და დამატებით ხელმოწერას, რის საფუძველზეც ადგილზე შეეფარდება ადმინისტრაციული სახდელი. ოქმში, ასევე მიეთითება შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმის თანხა).

8. ოქმი დგება 3 (სამ) ეგზემპლარად, რომელთაგან:

ა) ერთი – საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება განხილვაზე უფლებამოსილ პირს (ორგანოს) და დაერთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს;

ბ) მეორე – ბარდება სამართალდამრღვევს შესაბამისი ხელისმოწერით ოქმის ეგზემპლარის ჩაბარების შესახებ, ხოლო როცა სამართალდამრღვევი არ ესწრება ოქმის შედგენას – ოქმი გაიგზავნება ოქმის შემდგენისათვის ცნობილ მისამართზე;

გ) მესამე – რჩება ოქმის შემდგენელთან.

9. ოქმი ივსება მუქი ფერის ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად.

10. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი თანდართულ მასალებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაუყოვნებლივ ეგზავნება მის განხილვაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირს.

11. ჯარიმის თანხა ექვემდებარება გადახდას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლით დადგენილ ვადაში.

12. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი და საქმის განმხილველი საგადასახადო ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენიდან ან/და დადგენილების გამოტანიდან 10 დღის ვადაში აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (ერთიან საინფორმაციო ბანკს).

13. საგადასახადო ორგანო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს “მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის, “მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა, და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე”, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების შესაბამისა