მუხლი 156. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრება
თავი XVII — სხვა საპროცესო მოქმედებები
ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს განჩინება უნდა გადაეცეს გასაჩივრების უფლების მქონე პირს განჩინების გამოცემიდან 48 საათის განმავლობაში. ეს განჩინება საჩივრდება ამ კოდექსის 207-ე მუხლით დადგენილი წესით. განჩინების გასაჩივრება შეუძლიათ პროკურორს, ბრალდებულს ან/და პირს, რომლის ქონებრივი უფლებებიც შეიძლება დაირღვეს ამ განჩინების შედეგად, აგრეთვე მათ ადვოკატებს. განჩინების გასაჩივრების ვადა აითვლება უფლებამოსილი პირისთვის მისი გადაცემის მომენტიდან.
საქართველოს 2013 წლის 14 ივნისის კანონი №741 – ვებგვერდი, 27.06.2013
მთავარი მონაცემები
ვადა48 საათის განმავლობაში
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.06.2013-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 156. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს განჩინება უნდა გადაეცეს გასაჩივრების უფლების მქონებ პირს გაზნჩინე ყბის გამოცემიდაღინ 48 ს დადებათის განმავლობაში. ეს გახნჩინება საჩივრდება ამ კოდექსის 207-ე მუხლით გდადგენილი წესით. განჩინების გასაჩივრება შეუძლიათ პროკურორსწ, ბრალდებულს ან/და პირს, რომლის ქონებრივი უფლებები წც შეიძლება დაირღვეს ამ განჩინების შედეგად, აგრეთვე მათ ადვოკატებს. განჩინების გასაჩივრების ვადა აითვლება უფლებამოსილი პირისთვის მისი გადაცემიდან ან აღსრულ მომებნტიდან.
…დადებული ყადაღის გაუქმების თაობაზე სასამართლო ვერ განიხილავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო მე-3 მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით. ამასთან, მას შეეძლო მის დაინტერესებაში არსებულ ქონებაზე ყადაღის შესახებ განჩინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 156-ე მუხლის საფუძველზე გაესაჩივრებინა კანონით დადგენილ ვადაში. 2.1.8. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 156, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-156/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია