1. საკრებულოს ბიუროს სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს საკრებულოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

2. საკრებულოს ბიუროს სხდომები იმართება, სხდომამდე არაუგვიანეს სამი დღისა,3. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია მოიწვიოს საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა თავისი ინიციატივით ან კომისიის, ფრაქციის, დეპუტატების დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

4. საკრებულოს ბიუროს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკრებულოს ბიუროს შემადგენლობის ნახევარზე მეტი. იგი გადაწყვეტილებებს იღებს სხდომაზე დამსწრე ბიუროს წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის გახსნისათვის (უფლებამოსილების დადგენისათვის) დადგენილი კვორუმის ნახევრისა.

5. საკრებულოს ბიუროს სხდომა, როგორც წესი, საჯაროა. ბიუროს სხდომა შეიძლება დაიხუროს, თუ ამას მოითხოვს ბიუროს წევრი და მის მოთხოვნას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე ბიუროს წევრთა უმრავლესობა. ბიუროს დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს საკრებულოს თავმჯდომარე;

6. საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მისი წევრის დასწრება სავალდებულოა. საპატიო მიზეზით საკრებულოს ბიუროს სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარე ხმის იმავე უფლებით შეიძლება შეცვალოს კომისიის წევრმა, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარე ხმის იმავე უფლებით შეიძლება შეცვალოს მისმა მოადგილემ ან ფრაქციის წევრმა სათანადო დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.

7. საკრებულოს ბიუროს სხდომას შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით დაესწრონ დროებითი სამუშო ჯგუფის თავმჯდომარე, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, საკრებულოს აპარატის უფროს