1.საკრებულოს თავმჯდომარე:
ა) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს უმაღლეს თანამდებობის პირს,ბ) საკრებულოს შენობაში ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს;
გ) უძღვება საკრებულოს მუშაობას, საერთო ხელმძღვანელობას უწევს საკრებულოს ორგანოებისა და თანამდებობის პირთა საქმიანობას;
დ) თავმჯდომარეობს საკრებულოს სხდომებს, იწვევს და თავმჯდომარეობს საკრებულოს ბიუროს სხდომებს, საჭიროების შემთხვევაში ამ უფლებამოსილებათა განხორციელებას ავალებს თავის მოადგილეს;
ე) განსაზღვრავს თავისი მოადგილის საქმიანობის სფეროებს და აძლევს ცალკეულ დავალებებს;
ვ) ხელს აწერს და აქვეყნებს საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივ აქტებს, მათ შორის, რეგლამენტს;
ზ) განსაზღვრავს საკრებულოს ბიუჯეტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს სხდომას.
თ) ამტკიცებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესახებ დადგენილების პროექტისა და ბიუჯეტში ცვლილების შეტანის შესახებ დადგენილების პროექტის განხილვის გრაფიკებს;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს.
კ) ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეაქვს წინადადება საკრებულოში დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხზე;
ლ) იწვევს საკრებულოს მორიგ და რიგგარეშე სხდომებს;
მ) საკრებულოს ასარჩევად წარუდგენს კანდიდატურებს (გარდა ფრაქციის, უმრავლესობისა და უმცირეოსობის თანამდებობის პირებისა) საკრებულოს თანამდებობზე ასარჩევად;
ნ) წყვეტს ცალკეული საკრებულოს წევრის მივლინების საკითხს;
ო) ქმნის საკრებულოსა და გამგეობის წევრებისაგან შემდგარ ერთობლივ (შერეულ) კომისიებს;
პ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს საკრებულოს აპარატისა და სხვა დამხმარე სტრუქტურების საქმიანობას;
ჟ) ხელს აწერს და ამტკიცებს აპარატის, კომისიებიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დებულებებს, სტრუქტურასა და საშტატო განრიგს, განსაზღვრავს თანამდებობრივი სარგოსა და დანამატის ოდენობას;
რ) ორგანული კანონით განსაზღვრულ საკითხებზე და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ხელს აწერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტების დამტკიცების ან თანხმობის თაობაზე.
ს) ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს აპარატის უფროსსა და სხვა თანამშრომლებს. წყვეტს დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს
ტ) საკრებულოს სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის,, რწმუნებებს (მინდობილობებს) საქართველოს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში, მისი კომპეტენციის ფარგლებში დებს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს.
უ) ამტკიცებს საკრებულოში ბრიფინგების, პრესკონფერენციისა და შეხვედრების გამართვისა წესებს;
ფ) ამტკიცებს საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს და აპარატის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე საკრებულოს აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
2. საკრებულოს თავმჯდომარე ხელს აწერს და გამოსცემს შემდეგ ინდივიდუალურ და ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს:
ა) საკრებულოს მიერ მიღებულ დადგენილებებს;
ბ) საკრებულოს ბიუროს მიერ მიღებულ რეზოლუციებს. წინადადებებს, რეკომენდაციებს;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოცემულ ბრძანებებს;
დ) საკრებულოს სხდომების საოქმო ჩანაწერებს;
ე) საკრებულოს მიერ მიღებულ განკარგულებებ