1. ფრაქციას უფლება აქვს, შეკითხვით მიმართოს საკრებულოს მიერ შექმნილ და მის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების ცალკეულ თანმადებობის პირებს. ისინი ვალდებული არიან, უპასუხონ შეკითხვას.

2. მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირი, აგრეთვე თანამდებობის პირი, უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს ფრაქციის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს ფრაქციამ.

3. ფრაქციას უფლება აქვს, კომისიებისა და საკრებულოს სხდომებზე, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გამოთქვას თავისი მოსაზრება, მონაწილეობა მიიღოს კამათში, მოითხოვოს პოლიტიკური დებატების გამართვა და განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

4. ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, უფლება აქვს გამოვიდეს კამათში და მოითხოვოს დრო არანაკლებ 15 წუთისა.

5. საკრებულოს აპარატი ვალდებულია ფრაქციის მოთხოვნით საკრებულოს წევრებს შორის გაავრცელოს ფრაქციის ოფიციალური მიმართვ