1. ფრაქცია წარმომადგენლობის მეშვეობით მონაწილეობს საკრებულოს კომისიების და სხვა სამუშო ჯგუფების საქმიანობაში.
2. საკრებულოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობა განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ საკრებულოს წევრთა რაოდენობის პროპორციულად.
3. ფრაქციის მიერ წარდგენილი წევრი წყვეტს საკრებულოს ორგანოში საქმიანობას ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მისი ფრაქციიდან გარიცხვის, გასვლის, ფრაქციის მიერ ამ ორგანოდან გაწვევის, პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დათმობის ან გაცვლის, დათმობილი ან გაცვლილი კვოტის დაბრუნების შემთხვევაში, თუ იგი ასეთი კვოტით არის დანიშნული. ფრაქციას უფლება აქვს, წარადგინოს ახალი კანდიდატურა, რის შესახებაც საკრებულოს შესაბამისი კომისიის ხელმძღვანელი აცნობებს საკრებულოს.
4. ფრაქციათა გაუქმების, შეერთების ან ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისია განსაზღვრავს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს.
5. პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გაზრდის შემთხვევაში საკრებულოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობის პერსონალურ საკითხებს წყვეტს შესაბამისი ფრაქცია.
6. თუ ფრაქციას შეუმცირდა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები, იგი ვალდებულია თვითონ განსაზღვროს საკრებულოს ამა თუ იმ ორგანოდან თავისი წევრების გამოწვევის საკითხი. ფრაქციის მიერ აღნიშნული ვალდებულების 1 კვირის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საკრებულოს ამა თუ იმ ორგანოდან შესაბამისი ფრაქციის წევრის გამოწვევის საკითხს წყვეტს შესაბამისი ორგან