1. ფრაქციის შექმნის უფლება აქვს არანაკლებ საკრებულოს 3 წევრს, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო საკრებულომ.
2. ფრაქციის შექმნის მსურველი საკრებულოს წევრები შეიმუშავებენ ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმასა და წესდებას.
3. ფრაქციის წესდებით წესრიგდება ფრაქციის შიდაორგანიზაციული საკითხები საქართველოს ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ რეგლამენტით განსაზღვრული წესების შესაბამისად. .
4. ფრაქციის წესდებით უნდა განისაზღვროს ფრაქციის შექმნისა და მის შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელების წესი, ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების არჩევის წესი და მათი კომპეტენცია, ფრაქციის წევრთა უფლებამოსილება, ფრაქციის მიზნები და ამოცანები, მისი სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივი მდგომარეობა, აგრეთვე წესდების ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის პროცედურა.
5. ფრაქცია შექმნილად ითვლება მასში გაერთიანებული არანაკლებ 3 წევრის მიერ ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმისა და წესდების მიღების მომენტიდან.
6. ახალშექმნილი ფრაქციის რეგისტრაცია სავალდებულოა.
7. საკრებულოს წევრთა გაერთიანება ფრაქციის სტატუსს იძენს რეგისტრაციის მომენტიდა