1. დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზნით საკრებულოს თავმჯდომარეს, კომისიას, ფრაქციას, საკრებულოს შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს უფლება აქვს, სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენით დასვას დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი. წარდგინებაში განსაზღვრული უნდა იყოს დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრთა რაოდენობა. წერილობითი წარდგინება გადაეცემა საკრებულოს ბიუროს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში შესატანად. საკრებულო დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს კენჭს უყრის სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. საკრებულოს გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის საფუძველი, გამოსაკვლევ საკითხთა წრე, უფლებამოსილების ვადა და წევრთა რაოდენობა.

გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დროებით პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს საკრებულოს საპროცედურო საკითხთა (სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის) კომისია და ამტკიცებს საკრებულოს ბიურო. კვოტების დათმობა ან გაცვლა შესაძლებელია ამ რეგლამენტის შესაბამისად.

2. დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციებში გაერთიანებულ საკრებულოს წევრთა და საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში.

3. ფრაქცია, უმრავლესობა, უმცირესობა, საკრებულოს წევრები, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დადგენილი კვოტების დაცვით, დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრთა კანდიდატურებს წარუდგენენ საკრებულოს თავმჯდომარე