1. დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრთა კანდიდატურების წარდგენის შემდეგ კენჭი ეყრება დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების პროექტს. მასში მითითებული უნდა იყოს დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა და წევრების, მათ შორის,, დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის, ვინაობა.
2. დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას, საკრებულოს წევრთა სამკაციან ჯგუფს. თუ დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარედ წარდგენილია 2 ან 2-ზე მეტი კანდიდატი, კომისიის თავმჯდომარე აირჩევა კომისიის თავმჯდომარის არჩევისათვის განსაზღვრული წესით. ასეთ შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე აირჩევა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კენჭისყრამდე.
3. დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4. დროებითი სამუშაო ჯგუფი იქმნება მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესასწავლად და უქმდება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, საკითხის შესწავლისთანავე.
5. დროებითი სამუშაო ჯგუფი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საკრებულოს წინაშე.
6. დროებითი სამუშო ჯგუფი შეიმუშავებს დებულებას, რომელსაც ამტკიცებს საკრებულო.
7. საკრებულოს შეუძლია დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მიიღოს გადაწყვეტილება დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილებისა და საკითხის შესწავლის შეწყვეტის ან კომისიის შემადგენლობის შეცვლის შესახე