1.კომისიის სხდომას იწვევს და წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თვმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში კომისიის სხდომას იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე ხოლო სხდომას ხსნის, წარმართავს და თავმჯდომარეობს სხდომის მონაწილე შესაბამისი კომისიის უხუცესი წევრი. კომისიის სხდომების გამართვის პერიოდულობას განსაზღვრავს კომისია, მაგრამ თვეში უნდა გაიმართოს არანაკლებ 2 სხდომისა. კომისიის მორიგი სხდომა მოიწვევა წინასწარ განსაზღვრულ დროს. კომისიების მორიგი სხდომების გამართვის დრო განისაზღვრება კომისიების თავმჯდომარეებს შორის კონსულტაციების შედეგად. კომისია ვალდებულია საკრებულოს ან საკრებულოს ბიუროს დავალებით, ამ რეგლამენტით განსაზღვრულ ვადაში გამართოს სხდომა და განიხილოს საკითხი.

2. კომისის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

3. თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ კომისიის წევრს დროებით არ შეუძლია მიიღოს მონაწილეობა კომისიის მუშაობაში, მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს, აღნიშნული წევრი დროებით შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც ფრაქცია აცნობებს შესაბამის კომისიას. ეს უფლება ფრაქციის თითოეული წევრის მიმართ კომისიის სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი სხდომის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ. საკრებულოს აპარატი აღრიცხავს აღნიშნული უფლების გამოყენების შესახებ ინფორმაციას და აწვდის შესაბამის კომისიებსა და ფრაქციებს. კომისიის წევრს, რომლის უფლებამონაცვლეც ესწრება კომისიის სხდომას, შესაბამისი კომისიის სხდომა გაცდენილად არ ეთვლება.

4. კომისიის წევრებს ეცნობება სხდომამდე არაუგვიანეს 3 დღისა. კომისიის სხდომაზე განსახილველი პროექტი იმავე ვადაში ეგზავნება კომისიის წევრებს. კომისიის სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია სხდომამდე 2 დღით ადრე განთავსდება საკრებულოს ვებგვერდზე. ამომრჩევლებთან შეხვედრების კვირაში კომისიის წევრებს სხდომის მასალები ეგზავნება და მისი დღის წესრიგი და თარიღი ეცნობება სხდომამდე არაუგვიანეს 2 დღისა. კომისიის სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია სხდომამდე 2 დღით ადრე განთავსდება საკრებულოს ვებგვერდზე.

5. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის გახსნისათვის (უფლებამოსილების დადგენისათვის) საჭირო ხმების ნახევრისა, გარდა ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. კომისიის სხდომაზე ღია კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

7. კომისიის რიგგარეშე სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს, კომისიის სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის მოთხოვნით. კომისიის სხდომის თარიღი კომისიის წევრებს ეცნობება სხდომამდე არაუგვიანეს 1 დღისა.

8. კომისიის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან კომისიის წევრის (წევრების) მოთხოვნით. დღის წესრიგიდან საკითხის ამოღების ან დღის წესრიგში საკითხის შეტანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

9. კომისიის სხდომა საჯაროა. განსაკუთრებულ შემთხვევაში კომისია მართავს დახურულ სხდომას. დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

10. კომისიის სხდომას შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით დაესწრონ საკრებულოსსხვა წევრები, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების წევრები და მოწვეული პირები.

11. კომისიის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ საზოგადოებრიობის დაინტერესებული წარმომადგენლები, რომელთაც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემათ სიტყვით გამოსვლის უფლება.

12. კომისიის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დადგენილი წესით აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები. შესაძლებელია მოეწყოს კომისიის სხდომის ტელერადიორეპორტაჟი და სხდომის შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდეს პრესაში.

13. კომისია უფლებამოსილია გამართოს გასვლითი სხდომა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თუ განსახილველი საკითხი მოიცავს ამის აუცილებლობას ან საჭიროება