1. კომისიის წევრს უფლება აქვს, თანაბარ საწყისებზე მიიღოს მონაწილეობა კომისიის მუშაობაში, განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, აირჩიოს და არჩეულ იქნეს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობებზე, მონაწილეობა მიიღოს კომისიის სამუშაო ორგანოების საქმიანობაში, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია.

2. კომისიის წევრს ამ რეგლამენტის მოთხოვნების დაუცველობის, შრომის დისციპლინის დარღვევისა და დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობის შემთხვევაში დაეკისრება რეგლამენტით განსაზღვრული პასუხისმგებლობა