1. კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საკრებულო ერთი თვის განმავლობაში, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს კომისიის ახალ თავმჯდომარეს.
2. თუ ფრაქცია, უმრავლესობა, უმცირესობა, საკრებულოს წევრთა სამკაციანი ჯგუფი კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 7 დღის განმავლობაში არ წარადგენს კომისიის ახალი თავმჯდომარის კანდიდატურას, ამ ვადის გასვლიდან 5 დღეში კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურას კომისიის წევრთაგან წარადგენს საკრებულოს თავმჯდომარ