1. საკრებულოს თანამდებობის პირების ხელფასი მოიცავს საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებულ თანამდებობრივ სარგოს, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის მიხედვით საკრებულოს გადაწყვეტილებით, საკრებულოს წევრს შეიძლება დაუწესდეს სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების ანაზღაურება.

2. საკრებულოს თანამდებობის პირებს და მოსამსახურეებს ხელფასი მიეცემა ყოველთვიურად ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ხელფასის გაცემა იწყება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდება შესაბამისი უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე.

3. საკრებულოს წევრს, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, საკრებულოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან აუნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები, რომლის ყოველთვიური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ს. ასანაზღაურებელი ხარჯების ყოველთვიურ რაოდენობაში არ ითვლება სამსახურებრივი მივლინების ხარჯები.

4. საკრებულოს წევრის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას დადგენილი წესით ახორციელებს საკრებულოს აპარატი.

თავი V

საკრებულოს კომისიები და უფლებამოსილებე