1. ამომრჩევლებთან მუშაობის ორგანიზების, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოების საქმიანობაში და ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში საკრებულოს წევრის მონაწილეობის მიზნით მუნიციპალური ორგანოები ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ მაჟორიტარული სისტემით არჩეული საკრებულოს წევრის მუშაობას და უზრუნველყონ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა.
2. უზრუნველყოფილია საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელების პირობები. თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ საკრებულოს წევრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ხელყოფა ემუქრება, მისი განცხადების საფუძველზე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ მის, აგრეთვე მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი