1. კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს საკრებულო საკრებულოს წევრთაგან, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

3. კომისიის თავმჯდომარის არჩევისას კენჭისყრა ფარულია და იმართება ბიულეტენებით .

4. თუ უფლებამოსილი სუბიექტები 7 დღის ვადაში არ წარადგენენ კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურას, ამ ვადის გასვლიდან 5 დღეში კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურას კომისიის წევრთაგან წარადგენს საკრებულოს თავმჯდომარე.

5. კანდიდატის დასახელების შესახებ განცხადება წარედგინება საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას დასახელების რიგითობის მიხედვით.

6. კანდიდატთა დასახელების შემდეგ თავმჯდომარე აქვეყნებს კანდიდატთა სიას. კანდიდატს უფლება აქვს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოხსნას თავისი კანდიდატურა.

7. კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკრებულოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

8. თუ კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, იმართება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები.

9. თუ კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება არჩევნების მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მიიღო მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი არჩევნები.

10. თუ კომისიის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატურას. ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი არჩევნები.

11. კანდიდატს უფლება აქვს, ყოველი კენჭისყრის წინ მოხსნას თავისი კანდიდატურ