1.საკითხებისა და პროექტების წინასწარი მომზადების, საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის კონტროლის მიზნით საკრებულო თავისი უფლებამოსილების ვადით ქმნის მუდმივმოქმედ კომისიებს.

2.მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებია:

ა) საპროცედურო საკითხთა კომისია;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო კომისია;

გ) ურბანული განვითარების კომისია;

დ) ეკონომიკის საკითხთა და ტურიზმის განვითარების კომისია;

ე) სოციალურ საკითხთა კომისია.

3. კომისიის საქმიანობას საერთო კოორდინაციას უწევს საკრებულოს თავმჯდომარე.

4. კომისიების უფლებამოსილება, მათი შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ამ რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტები