1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) საბოლოო ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი; ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის ზემდგომ ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადის გასვლა;
გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.
დ) მოქალაქეობის შეწყვეტა;
ე) 6 თვის განმავლობაში საკრებულოს სხდომების უმიზეზოდ (არასაპატიოდ) გაცდენა;
ვ) თანამდებობრივი ან ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევისას;
ზ) გარდაცვალებისას.
1. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება შეუჩერდება, თუ იგი მიცემულია სისხლის ან ადმინისტრაციული სამართლის პასუხისგებაში და აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება აღუდგება.იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს წევრის მიმართ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა ან სასამართლომ მის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი ვერდიქტი (განაჩენი), მაშინ მას აღუდგება უფლებამოსილება და აუნაზღაურდება განაცდური.
2.საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისია შეისწავლის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებს, კრებს შესაბამის დოკუმენტაციას და მტკიცებულებას, რის შესახებაც სათანადო მოთხოვნით დასკვნას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს და საკითხი შედის საკრებულოს დღის წესრიგში. პირადი განცხადების, მოქალაქეობის შეწყვეტის, გარდაცვალების და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობისას, საკრებულო ცნობად იღებს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ფაქტს, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელია კენჭისყრა, რომლის მიღებას ესაჭიროება სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერა, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამიდისა.
3.უფლებამოსილების ვადამდე შეყვეტის შესახებ საკრებულო იღებს დადგენილებას, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
4.იმ შემთხვევაში, თუ ვადამდე შეუწყდება უფლებამოსილება მაჟორიტარული წესით არჩეულ საკრებულოს წევრს, მაშინ საკრებულოს თავმჯდომარე დადგენილებას უგზავნის საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც ვალდებულია მიიღოს ზომები გამოკლებული საკრებულოს წევრის ნაცვლად არჩევნების ორგანიზებაზ