1. საკრებულოს წევრი მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ამომრჩევლების წარმომადგენელია, სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. თავისი მოვალეობის შესრულებისას იგი შეზღუდული არ არის ამომრჩეველთა და მისი წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანების განაწესებითა და დავალებებით.
2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა დაუშვებელია.
3. თავისუფალი მანდატი საკრებულოს წევრს არ ათავისუფლებს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ამომრჩევლებთან მუშაობისა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისაგან.
4. საკრებულოს წევრზე საკრებულო გასცემს შესაბისი ფორმით დამტკცებულ მოწმობას.
5. საკრებულოს წევრი, რომელიც ბიუჯეტიდან იღებს ანაზღაურებას ვალდებულია „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შეავსოს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია;
6. საკრებულოს წევრს ნებისმიერ დროს შეუძლია გამოვიდეს იმ პარტიიდან, რომლის წარდგენით ან რომლის პარტიული სიითაც ის არის არჩეული და თავისი არჩევანით თავისუფლად მიიღოს გადაწყვეტილება სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახე