1. მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია დაბა მესტია, ხოლო მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადგილსამყოფელია დაბა მესტია, სეტის მოედანი №1.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადგილსამყოფლის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის მოწვევის მიზნით დასაშვებია, თუ ეს მოთხოვნა გამომდინარეობს მოსახლეობის ინტერესებიდან ან განსახილველი საკითხის განსაკუთრებული მნიშნვნელობიდან. ამ საკითხზე საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე.
3. სხდომათა დარბაზში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომის გახსნისას და ბოლო სხდომის დახურვისას სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
4. საკრებულოს თანამდებობის პირების კაბინეტებში მოთავსებულია საქართველოს სახელმწიფო დროშა და საქართველოს სახელმწიფო გერბი. საკრებულოს შეუძლია ჰქონდეს საკუთარი სახელმწიფო სიმბოლიკები.
5. მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის თავზე აღმართულია სახელმწიფო დროშა, ხოლო მუნიციპალიტეტის შენობის ფასადზე განთავსებულია მინიციპალიტეტის სიმბოლოები და წარწერა