1.საკრებულოს ადგილსამყოფელია დაბა სტეფანწმინდა ალ.ყაზბეგის ქ. №2;
2. საკრებულოს სხდომები ტარდება საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში.საკრებულოს მიერ სხდომის ჩატარება სხვა ადგილზე დაიშვება საკრებულოს განკარგულებით ან საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
3. საკრებულოს შენობაზე, აგრეთვე იმ ადგილზე, სადაც იმართება საკრებულოს სხდომა, აღმართული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო დროშა. საკრებულოს შენობაში საქართველოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის სიმბოლოები გამოიყენება „სახელმწიფო დროშის შესახებ“ და „სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გამოყენების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესი