1. საკრებულოს საქმიანობა მოიცავს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფებისა და ფრაქციების სხდომებს.
2. საკრებულოს მორიგი სხდომები „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც. საკრებულოს სხდომა ტარდება, როგორც წესი, ყოველი თვის პირველ ორშაბათს (თუ ორშაბათი არასამუშაო დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს).
3. მორიგ სხდომაში საკრებულოს სხდომების რაოდენობა დაკავშირებულია საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგის საკითხთა რაოდენობასთან. საკრებულოს სხდომაზე საკითხის/საკითხების განხილვა შეიძლება გაგძელდეს ამავე მორიგი სხდომით გათვალისწინებულ საკრებულოს შემდგომ სხდომაზე.
4. საკრებულოს მორიგი სხდომა იხურება (სრულდება) როდესაც საკრებულოს მიერ მორიგი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხზე მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება (მათ შორის შეიძლება იყოს გადაწყვეტილება დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის/საკითხების განხილვის გადადების შესახებ ) .
5. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს საკრებულოს სამართლებრივი აქტი (საკრებულოს დადგენილება, საკრებულოს განკარგულება), ასევე სხვა გადაწყვეტილება (მიმართვა, განცხადება, დავალება, რეკომენდაცია, ცნობის სახით ინფორმაციის მიღება და სხვ.),მოისმინოს დაცნობად მიიღოს ინფორმაცია, შეიმუშაოს რეკომენდაციები მხოლოდ საკრებულოს სხდომაზე.
6.საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება,თუ საკრებულოს სხდომას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
7.მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს იღებს საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არა ნაკლებ საკრებულოს
წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ საქართველოს კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” და ამ რეგლამენტით სხვა წესი არ არის დადგენილი.
8. საკრებულოს სხვა გადაწყვეტილებები მიიღება საკრებულოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით თუ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” და ამ რეგლამენტით სხვა წესი არ არის დადგენილ