1. საკრებულოს წევრი არის საკრებულოს საქმიანობის ძირითადი სუბიექტი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს:
ა) საკრებულოს სხდომაზე, კომისიაში, სამუშაო ჯგუფში, ფრაქციაში, უმრავლესობაში, უმცირესობაში, ან სხვა დროებით ორგანოში საქმიანობით;
ბ) ამომრჩევლებთან შეხვედრებით, მათი მიღებით, მათ მიერ დასმულ საკითხებზე რეაგირებით;
გ) სახელმწიფო და სხვა ორგანოებთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ურთიერთობით.
2. საკრებულოს წევრი ვალდებულია:
ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონები და ეს რეგლამენტი;
ბ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით შეხვდეს მოქალაქეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით რეაგირება მოახდინოს მოქალაქეთა საჩივრებსა და განცხადებებზე;
გ) საკრებულოს სხდომაზე მონაწილეობა მიიღოს საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში;
დ) ხელი შეუწყოს საქართველოს კონსტიტუციის, კანონებისა და ამ რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვას, ხოლო მათი დარღვევის შემთხვევაში სათანადო რეაგირება მოსთხოვოს საკრებულოს, მის თავმჯდომარეს ან შესაბამის კომისიას;
ე) იყოს საკრებულოს ერთი, მაგრამ არაუმეტეს ორი კომისიის შემადგენლობაში;
ვ) დაესწროს საკრებულოს, კომისიის, ფრაქციის ან სხვა დროებითი ორგანოების სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მათ მუშაობაში;
ზ) პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა;
თ) პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ან კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაცია;
ი) დაიცვას საკრებულოს წევრებისათვის დადგენილი ქცევის სტანდარტები.
3. საკრებულოს წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული ფრაქციაში, ითვლება დამოუკიდებელ საკრებულოს წევრა