1. საკრებულოს წევრს უფლება აქვს:
ა) ისარგებლოს ყველა ინფორმაციით, რომლებიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ბ) მოსთხოვოს საკრებულოს აპარატს დადგენილი წესით სათანადო ინფორმაციითა და ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფა;
2. საკრებულოსს წევრს უფლება აქვს სხდომაზე, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით:
ა) დასვას საკითხი განსახილველად;
ბ) წარადგინოს შენიშვნები და წინადადებები საკრებულოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ ყველა საკითხზე;
გ) მონაწილეობა მიიღოს კამათში, შეკითხვა დაუსვას მომხსენებელს, თანამომხსენებელსა და სხდომის თავმჯდომარეს, მიიღოს და შეაფასოს პასუხები;
დ) გააცნოს საკრებულოს მოქალაქეთა ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე წერილები და მიმართვები;
ე) კამათში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს გადასცეს თავისი გამოსვლის ტექსტი, აგრეთვე წერილობით ჩამოყალიბებული შენიშვნები და წინადადებები სხდომაზე განსახილველი საკითხების თაობაზე;
ვ) მომხსენებლის ან სხდომის თავმჯდომარის მიერ მის მიერ დასმულ საკითხზე ან შეკითხვაზე პასუხის გაუცემლობის ან არასათანადო პასუხის გაცემის შემთხვევაში გამოხატოს საკუთარი აზრი და დააზუსტოს შეკითხვა;
ზ) გამოთქვას აზრი საკრებულოს მიერ შესაქმნელი ორგანოების, მათი პერსონალური შემადგენლობისა და იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შესახებ, რომლებსაც ირჩევს და რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას იძლევა საკრებულო .
3. წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ კონტროლის განხორციელებისას საკრებულოს წევრს უფლება აქვს:
ა) სათათბირო ხმის უფლებით მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მუშაობაში და მათ წინაშე დასვას საქართველოს კანონებისა და სხვა აქტების დარღვევის საკითხები;
ბ) კითხვით მიმართოს საკრებულოსს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მუნიციპალიტეტის გამგეობას, ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელს, მიიღოს და შეაფასოს პასუხები;
გ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას საქართველოს კანონებისა და საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების შესრულების შემოწმების საკითხი;
დ) უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა მის მიერ დასმული საკითხების განხილვაში.
4. მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირი ვალდებულია შეუფერხებლად მიიღოს საკრებულოს წევრი მისი მოთხოვნით.
5. საკრებულოს წევრს უფლება აქვს, განახორციელოს საქართველოს ორგანული კანონით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ რეგლამენტით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
6. საკრებულოს წევრს უფლება აქვს, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით აირჩიოს ან არჩეულ ან წარდგენილ იქნეს საკრებულოს თანამდებობებზე, საკრებულოს კომისიის, დროებითი ორგანოების, ან სამუშო ჯგუფის შემადგენლობაში, გაერთიანდეს ფრაქციაში, უმრავლესობაში, უმცირესობაში, გადადგეს ან გავიდეს ამ ორგანოებიდან/ გაერთიანებებიდა