1. საკრებულოს თანამდებობის პირის სტატუსთან სამეწარმეო საქმიანობის ან საჯარო სამსახურში რაიმე თანამდებობის შეთავსება დაუშვებელია. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. საკრებულოს თანამდებობის პირის სტატუსთან სამეწარმეო საქმიანობის შეუთავსებლობის მოთხოვნები არ ხელყოფს საკრებულოს წევრის საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლებას. იგი შეიძლება ფლობდეს აქციებს, წილს და სხვა ქონებას, მაგრამ თუ იგი იღებს ანაზღაურებას საკრებულოს წევრობისათვის, მაშინ არ უნდა მონაწილეობდეს მის მართვაში და არ უნდა იღებდეს სარგებელს.

3. საკრებულოს თანამდებობის პირს, რომელიც თავისი ამ სტატუსისათვის ბიუჯეტიდან იღებს ანაზღაურებას, უფლება არა აქვს:

ა) უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად;

ბ) უშუალოდ განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი;

გ) ეკავოს თანამდებობა სხვა სახელმწიფო ორგანოში ან ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში.

4. საკრებულოს წევრი იმავდროულად შეიძლება ეწეოდეს სამეცნიერო, პედაგოგიურ, სახელოვნებო საქმიანობას, თუ ასეთი საქმიანობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებას.

5. ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება გულისხმობს სამეცნიერო, სასწავლო, სახელოვნებო დაწესებულებაში თანამდებობის პირის მიერ საკადრო, დისციპლინურ და სხვა საკითხებზე ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას.

6. საკრებულოს წევრი იმავდროულად შეიძლება ეწეოდეს პარტიულ საქმიანობას, ეკავოს რაიმე თანამდებობა პარტიულ ორგანიზაციაში.

7. ახალარჩეული საკრებულოს წევრი ვალდებულია უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან შეწყვიტოს მის სტატუსთან შეუთავსებელი სამსახური/საქმიანობა და 7 დღის ვადაში საკრებულოს წარუდგინოს შეუთავსებელი სამსახურის/საქმიანობის შეწყვეტის დამადასტურებელი საბუთი. ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში საკრებულოს წევრს ვადამდე უწყდება უფლებამოსილება ამ რეგლამენტით დადგენილი წესი