1. სხდომათა დარბაზის ცენტრში ადგილს იკავებს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო მის გვერდით მისი მოადგილე და საკრებულოს აპარატის უფროსი.
2. სხდომის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია შეურაცხმყოფელი, პატივისა და ღირსებისშემლახველი მოქმედებანი და უხამსი გამოსვლები.
3. სხდომათა დარბაზში საკრებულოს წევრი იკავებს მისთვის განკუთვნილ ადგილს...
4. საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეიძლება ჩატარდეს კონფერენციები, დაჯილდოების ცერემონიალები, სემინარები, კულტურული ღონისძიებები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები, რომელთა მოწყობისა და ორგანიზაციული წარმართვის საქმიანობას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატის უფროსი, საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
საკრებულოს წევრები და მათი უფლებამოსილება