1. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო (შემდგომ – საკრებულო) არის ადგილობრივი თვითმმართველობის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ადგილობრივ მუნიციპალური ხელისუფლებას, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიასა და მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, გამოსცემს მუნიციპალიტეტის სამართლებრივ აქტებს, გადაწყვეტილებებს იღებს ადგილობრივი მნიშვნელობის ძირითად საკითხებზე და ორგანული კანონით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას. ახორციელებს საკრებულოს რეგლამენტით (შემდგომ – რეგლამენტი), მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 15 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 16 საკრებულოს წევრისაგან. საკრებულოს უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.

3. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო შეიძლება დათხოვნილ იქნეს ან შეჩერებულ იქნეს მათი საქმიანობა, მთავრობის წარდგინებით, პარლამენტის თანხმობით საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მხოლოდ საქართველოს კონსტიტუცის 73 მუხლის 1-ლი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში.

4. სახელმწიფო უზრუნველყოფს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უსაფრთხოებასა და შეუფერხებელ საქმიანობას.

5. მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:

ა) მრავალპარტიულობა;

ბ) წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვა;

გ) საკითხთა თავისუფალი, კოლექტიური განხილვა და გადაწყვეტა;

დ) ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა და მათი აზრის გათვალისწინება;

ე) ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულება;

ვ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, რეგლამენტისა და სხვა ნორმატიული აქტების განუხრელი დაცვა და მათი შესრულების კონტროლი;

ზ) საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების დაცვა და პატივისცემა;

თ) საჯაროობა;

ი) სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესების ერთიანობა.

6. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს მუნიციპალიტეტის ინდივიდუალური და ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, დაამტკიცოს, თანხმობა მისცეს და გადაწყვეტილება მიიღოს მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივ აქტებზე, პროექტებზე და შესაბამის პროგრამებზე, მიიღოს საკუთარი რეგლამენტი, დადგენილება,განკარგულება, რეზოლუცია, დეკლარაცია, მიმართვა, განცხადება და სხვა გადაწყვეტილება, მოისმინოს და ცნობად მიიღოს ინფორმაცია, შეიმუშაოს რეკომენდაციები.

7. მუნიციპალიტეტის საკრებულო მუშაობს საქართველოს სახელმწიფო ენაზე.

8. მუნიციპალიტეტის საკრებულო, მისი ორგანოები და თანამდებობის პირები თავიანთ საქმიანობაში ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით, ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ამ რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

9. რეგლამენტი არის საკრებულოს მიერ მიღბული ნორმატიულ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომელიც განსაზღვრავს საკრებულოს უფლებამოსილების განხორციელების წესსა და პროცედურას, მის შინაგან სტრუქტურას და სავალდებულოა საკრებულოს ყველა წევრისათვის, კომისიისათვის, დროებითი სამუშო ორგანოებისა და სამუშაო ჯგუფებისათვის, ასევე ფრაქციებისათვის, უმრავლესობისა და უმცირესობისათვის, ინტერფრაქციული ჯგუფისათვის (შემდგომ – საკრებულოს სუბიექტები), აგრეთვე ორგანული კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფარგლებში – მუნიციპალიტეტის მერისათვის, მუნიციპალიტეტის მერის სამსახურების უფროსებისათვის, საკრებულოს კონტროლისადმი დაქვემდებარებული ყველა ორგანოს, დაწესებულების, ორგანიზაციისა და თანამდებობის პირისათვის;.

10. მინიციპალიტეტის საკრებულოს სუბიექტების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ორგანული კანონით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, ამ რეგლამენტითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით.

11. მესტიის მუნიციპალიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, რომლებიც მოწესრიგებული არ არის ამ რეგლამენტითა და სხვა სამართლებრივი აქტებით, წყვეტს საკრებულო დადგენილებით.

თავი