1.
საკრებულოს სხდომათა დარბაზში უნდა იყოს მოწყობილი პრეზიდიუმი, სადაც ადგილს იკავებს საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე. სხდომის თავმჯდომარე პრეზიდიუმში იკავებს ცენტრალურ ადგილს.
2.
პრეზიდიუმთან უნდა მოეწყოს ერთი ტრიბუნა გამომსვლელთათვის.
3.
საკრებულოს სხდომათა დარბაზში ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი ადგილები თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების თანამდებობის პირთათვის, საკრებულოში აკრედიტირებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებისა და საკრებულოში მოწვეული პირებისთვის.
4.
საკრებულოს წევრები სხდომათა დარბაზში იკავებენ მხოლოდ მათთვის პერსონალურად გამოყოფილ ადგილს.
5.
საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაუშვებელია შეიარაღებული პირის ყოფნა და მობილური ტელეფონებით სარგებლობა
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 28.11.2025
მუხლი 48. საკრებულოს სხდომათა დარბაზი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 42. საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა
- მუხლი 43. საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება
- მუხლი 44. საკრებულოს დროებითი სამანდატო კომისიის არჩევა
- მუხლი 45. ახლადარჩეული საკრებულოს ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა
- მუხლი 46. საკრებულოს უფლებამოსილების ცნობა
- მუხლი 47. საკრებულოს პირველი მოწვევის სხდომებზე განსახილველი საკითხები
- მუხლი 49. საკრებულოს სხდომა
- მუხლი 50. საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევა
- მუხლი 51. საკრებულოს გასვლითი სხდომა
- მუხლი 52. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
- მუხლი 55. საკრებულოს საქმიანობის დაგეგმვა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 48, №14, 03.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016369 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5297388/muxli-48/