1.
საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომებზე საკითხები განიხილება შემდეგი თანმიმდევრობით:
ა)
საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა;
ბ)
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მოადგილეების არჩევა;
გ)
საკრებულოს ფრაქციების შექმნის შესახებ ინფორმაციის ცნობად მიღება;
დ)
საკრებულოს მუდმივი მოქმედ კომისიათა შემადგენლობების დამტკიცება და კომისიების თავმჯდომარეების არჩევა;
ე)
საჭიროების შემთხვევაში, საკრებულოს, საკრებულოს კომისიების ან/და საკრებულოს აპარატის დებულებების დამტკიცება ან მათში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა.
2.
საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე საკრებულოს წევრები საკრებულოს დროებით სამანდატო კომისიას წარუდგენენ სათანადო განცხადებასა და დოკუმენტაციას ფრაქციების შექმნის თაობაზე.
3.
საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე საკრებულოს სხდომაზე შესაძლოა მოხდეს მხოლოდ საკრებულოს ფრაქციების დაფუძნება და რეგისტრაცია. თუ საკრებულოს თავმჯდომარის ხელახალმა კენჭისყრამაც ვერ გამოავლინა გამარჯვებული, საკრებულოს სხდომა გადაიდება ერთი კვირით. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობებს ასრულებს საკრებულოს უხუცესი წევრი, ისე, რომ იგი არ წყვეტს საწარმოო ან სამსახურებრივ საქმიანობას
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 28.11.2025
მუხლი 47. საკრებულოს პირველი მოწვევის სხდომებზე განსახილველი საკითხები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 41. საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევა
- მუხლი 42. საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა
- მუხლი 43. საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება
- მუხლი 44. საკრებულოს დროებითი სამანდატო კომისიის არჩევა
- მუხლი 45. ახლადარჩეული საკრებულოს ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა
- მუხლი 46. საკრებულოს უფლებამოსილების ცნობა
- მუხლი 48. საკრებულოს სხდომათა დარბაზი
- მუხლი 49. საკრებულოს სხდომა
- მუხლი 50. საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევა
- მუხლი 51. საკრებულოს გასვლითი სხდომა
- მუხლი 52. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 47, №14, 03.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016369 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5297388/muxli-47/