1.
საკრებულოს სხდომა, როგორც წესი, ტარდება საკრებულოს სხდომათა დარბაზში. იმ საკითხების განხილვის მიზნით, რომლებიც შეეხებიან თვითმმართველ ერთეულში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულების ძირეულ სოციალურ-ეკონომიკურ ინტერესებს, აგრეთვე საკრებულოს საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, შეიძლება ჩატარდეს საკრებულოს გასვლითი სხდომა თვითმმართველ ერთეულში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში.
2.
საკრებულოს გასვლითი სხდომის ჩატარებაზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო საკრებულოს სხდომაზე ან საკრებულოს ბიურო საკრებულოს მორიგ სხდომებს შორის პერიოდში:
ა)
საკრებულოს თავმჯდომარის მოთხოვნით;
ბ)
საკრებულოს ფრაქციის მოთხოვნით;
გ)
თვითმმართველ ერთეულში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 1%-ის მოთხოვნით.
3.
საკრებულოს გასვლითი სხდომების ჩატარების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახდენს საკრებულოს აპარატი
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 28.11.2025
მუხლი 51. საკრებულოს გასვლითი სხდომა
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 1%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 45. ახლადარჩეული საკრებულოს ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა
- მუხლი 46. საკრებულოს უფლებამოსილების ცნობა
- მუხლი 47. საკრებულოს პირველი მოწვევის სხდომებზე განსახილველი საკითხები
- მუხლი 48. საკრებულოს სხდომათა დარბაზი
- მუხლი 49. საკრებულოს სხდომა
- მუხლი 50. საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევა
- მუხლი 52. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
- მუხლი 55. საკრებულოს საქმიანობის დაგეგმვა
- მუხლი 56. საკრებულოს სხდომაზე სხდომის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობანი
- მუხლი 57. საკრებულოს სხდომის განრიგი
- მუხლი 58. საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 51, №14, 03.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016369 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5297388/muxli-51/