1.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა:
ა)
მუნიციპალიტეტის მერის წინადადებით;
ბ)
საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით;
გ)
საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით;
დ)
საკრებულოს ფრაქციის წინადადებით;
ე)
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1%-ის მოთხოვნით.
2.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში საკრებულოს თავმჯდომარე იწვევს რიგგარეშე სხდომას. თუ საკრებულოს თავმჯდომარე ერთი კვირის ვადაში არ მოიწვევს რიგგარეშე სხდომას, საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს.
3.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ საკრებულოს წევრთა ინფორმირებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში –საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 28.11.2025
მუხლი 52. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
მთავარი მონაცემები
- ვადა ერთი კვირის ვადაში
- განაკვეთი 1%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 46. საკრებულოს უფლებამოსილების ცნობა
- მუხლი 47. საკრებულოს პირველი მოწვევის სხდომებზე განსახილველი საკითხები
- მუხლი 48. საკრებულოს სხდომათა დარბაზი
- მუხლი 49. საკრებულოს სხდომა
- მუხლი 50. საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევა
- მუხლი 51. საკრებულოს გასვლითი სხდომა
- მუხლი 55. საკრებულოს საქმიანობის დაგეგმვა
- მუხლი 56. საკრებულოს სხდომაზე სხდომის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობანი
- მუხლი 57. საკრებულოს სხდომის განრიგი
- მუხლი 58. საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხები
- მუხლი 59. დღის წესრიგით გათვალისწინებულ მომდევნო საკითხზე გადასვლის წესი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 52, №14, 03.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016369 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5297388/muxli-52/