1.
საკრებულოს სხდომა საჯაროა.
2.
საკრებულოს სხდომა შეიძლება გამოცხადდეს დახურულად.
3.
საკრებულოს სხდომა დახურულად ცხადდება საკრებულოს განკარგულებით, თუ სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მონაცემების გახმაურება აკრძალული ან შეზღუდულია.
4.
საკრებულოს დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება აქვს ამ სხდომაზე სპეციალურად მოწვეულ პირებს. საკრებულოს დახურულ სხდომაზე საკითხის განხილვისას სხდომათა დარბაზის კარი იკეტება.
5.
საკრებულოს როგორც ღია, ისე დახურულ სხდომებზე დასწრების უფლება აქვთ: საქართველოს პარლამენტის წევრებს, საქართველოს სამთავრობო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს და მათ უფლებამოსილ წარმომადგენლებს.
6.
საკრებულოს სხდომაზე დამსწრე პირებს უფლება არ აქვთ დაიკავონ საკრებულოს წევრისათვის გამოყოფილი ადგილები.
7.
საკრებულოს სხდომის დროს საკრებულოს წევრები და მოწვეული პირები ვალდებულნი არიან დაიცვან ამ რეგლამენტით დადგენილი წესი
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 28.11.2025
მუხლი 49. საკრებულოს სხდომა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 43. საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება
- მუხლი 44. საკრებულოს დროებითი სამანდატო კომისიის არჩევა
- მუხლი 45. ახლადარჩეული საკრებულოს ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა
- მუხლი 46. საკრებულოს უფლებამოსილების ცნობა
- მუხლი 47. საკრებულოს პირველი მოწვევის სხდომებზე განსახილველი საკითხები
- მუხლი 48. საკრებულოს სხდომათა დარბაზი
- მუხლი 50. საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევა
- მუხლი 51. საკრებულოს გასვლითი სხდომა
- მუხლი 52. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
- მუხლი 55. საკრებულოს საქმიანობის დაგეგმვა
- მუხლი 56. საკრებულოს სხდომაზე სხდომის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობანი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 49, №14, 03.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016369 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5297388/muxli-49/