1. საკრებულოს სხდომა ტარდება საკრებულოს სხდომის დარბაზში, ხოლო იმ საკითხთა განხილვის მიზნით, რომელიც შეეხება თვითმმართველ ერთეულში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულის ძირეულ სოციალურ-ეკონომიკურ ინტერესს და საჭიროებს საკრებულოს საქმიანობაში მოქალაქეთა მაქსიმლურ ჩართულობას, შესაძლებელია წელიწადში არანაკლებ ერთხელ ჩატარდეს საკრებულოს გასვლითი სხდომა.

2. საკრებულოს გასვლითი სხდომის ჩატარებაზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო საკრებულოს სხდომაზე ან საკრებულოს ბიურო საკრებულოს მორიგ სხდომებს შორის პერიოდში:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით;

ბ) საკრებულოს კომისიის ინიციატივით.

გ) თვითმმართველ ერთეულში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 1%-ის მოთხოვნით.

3. საკრებულოს გასვლითი სხდომების ჩატარებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატ