1. ახლადარჩეული საკრებულოს და მისი წევრების  უფლებამოსილება იწყება შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების იმ შემაჯამებელი ოქმის/ოქმების ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან,რომლითაც/რომლებითაც დასტურდება  ამ საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა.ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება შესაბამის მოქმედ საკრებულოს.თუ ახალარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა აღნიშნული არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმით/ოქმებით არ დასტურდება,ინიშნება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ხელახალი არჩევნები .

2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება მთავრდება ამ უფლებამოსილების ვადის გასვლისთანავე ან ვადამდე შეწყვეტისთანავ