1. საკრებულოს სხდომა ტარდება საკრებულოს სხდომის დარბაზში. იმ საკითხების განხილვის მიზნით, რომლებიც შეეხება მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციული ერთეულების ძირეულ სოციალურ-ეკონომიკურ ინტერესებს, აგრეთვე საკრებულოს საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობას აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება საკრებულოს გასვლითი სხდომა მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში.
2. საკრებულოს გასვლითი სხდომის ჩატარებაზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო საკრებულოს სხდომაზე ან საკრებულოს ბიურო საკრებულოს მორიგ სხდომებს შორის პერიოდში:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით;
ბ) საკრებულოს ფრაქციის ინიციატივით;
გ) საკრებულოს კომისიის ინიციატივით;
დ) მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 1%-ის მოთხოვნით.
3. საკრებულოს გასვლითი სხდომების ჩატარებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატ